“ანას ბაღის” მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოები განახლდა

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს, სამუშაოები განახლდა.

ადგილზე მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

შეკრებილები დედაქალაქის მერიას კვლავ მოუწოდებენ, სამშენებლო კომპანიას ამ ტერიტორიაზე კორპუსის აშენების უფლება არ მისცეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. ელოშვილის განცხადებით, პროექტით სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა გათვალისწინებული და სპეკულაციაა საუბარი, თითქოს ის „ანას ბაღს“ ეხება.

მსგავსი თემები