ანაკლიის პროექტში სახელმწიფო ასობით მილიონს დებს, შეუძლებელია მასვე უნდოდეს ამ პროექტის ჩაშლა – ზაზა გაბუნია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის იდეა არის საზოგადოებრივი კონსესუსის ძალიან კარგი სიმბოლო, რადგან ასეთი ერთსულოვნების სხვა შემთხვევა, რაც ამ პროექტის ირგვლივ არის, სხვა არ ახსენდება.  

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ და ამ მიზეზით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ამ პროექტისადმი აქვს უბრალოდ მომეტებული პოლიტიკური მადა და სურთ, ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკით შექმნან ილუზია, რომ თითქოს ხელისუფლება პროექტს ხელს უშლის.

“ყველაფერში გარკვეული ოპოზიციონერი კოლეგებისათვის, რატომღაც ამოუხსნელი გამოდგა ის მარტივი და ადვილად გასაგები სინამდვილე, რომ, თუ ვინმე 100 მილიონს დებს პროექტში, ის უბრალოდ არ შეიძლება ამ პროექტის წინააღმდეგი იყოს და 100 მილიონს დებს სწორედ სახელმწიფო, ამიტომ ამას თითქოს რომ ვერ ხვდებიან ოპოზიციაში და ეს უბრალოდ არის თვალთმქაცობა”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მან ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს სთხოვა, უპირველესად საზოგადოებას განუმარტოს – რა არის ის 100 მილიონი, რასაც სახელმწიფო ამ პროექტში დებს და მათ შორის ისაუბროს სახელმწიფოს მიერ გამოსყიდული და გადაცემული ათობით მილიონი ლარის ასობით ჰექტარი მიწის შესახებ, რომელიც სწორედ ანაკლიის პორტის სასარგებლოდ გაკეთდა

“ამის შემდეგ იქნებ ოპოზიციას აუხსნათ, რომლის დიდი ნაწილი უბრალოდ თვალთმაქცობს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით – რას ნიშნავს სიტყვა თანამონაწილეობა, მათ შორის ამ პროექტის მაგალითზე”, – აცხადებს ზაზა გაბუნია. 

მსგავსი თემები