ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზა და რკინიგზა პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება

“გზა და რკინიგზა, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებაში ჰქონდა აღებული, ანაკლიის პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება“, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულებებს გეგმის მიხედვით ასრულებს.

„სახელმწიფო ვალდებულებებს გეგმის მიხედვით ასრულებს. ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა ამ პროექტის შემაფერხებელი ფაქტორი არ ყოფილა. პირველი ნაწილი უკვე წარმოდგენილია, 2 ოქტომბერს კი კონტრაქტორი სრულად წარმოადგენს პროექტს. ამის შემდეგ, გეგმის მიხედვით სამშენებლო სამუშაოებზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 330 მილიონი ლარია. გზა და რკინიგზა, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებაში ჰქონდა აღებული, პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

მსგავსი თემები