“ამ წელს, როგორც არასდროს, ისე გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს, გაუფრთხილდნენ თავიანთ თავს და ჩაიტარონ ვაქცინაცია” – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.

„ზოგადად, ვაქცინაცია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ყოველთვის ამის რეკომენდაციებს გავცემდით, რომ აუცილებელია ვაქცინაცია, მით უმეტეს გრიპზე არის საუბარი. ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად აუცილებელია, რადგან კოვიდინფექცია არასად წასულა და შემოდგომისთვის კიდევ ველოდებით. ეს ზუსტად არავინ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ იქნება, მოიმატებს. ამიტომ, აუცილებელია გრიპზე ვაქცინაცია. ვიცით, რომ ჯერ არ გვაქვს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამიტომ გრიპის ვაქცინა აუცილებელია, რომ ერთდროულად არ მოხდეს პაციენტების დაინფიცირება, როგორც კოვიდით, ასევე გრიპით.

რა თქმა უნდა, ორი ვირუსის ერთდროულად არსებობა სიტუაციას დაამძიმებს და ამდენად, მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად ამ წელს, როგორც არასდროს, ისე გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს, გაუფრთხილდნენ თავიანთ თავს და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – განუცხადა ენდელაძემ საქართველოს პირველ არხს.

მსგავსი თემები