ამ მძიმე მომენტში, ქართველი ხალხი ფრანგი ხალხის გვერდით დგას​ – პრემიერი 

​საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს საფრანგეთს.

„ღრმად დამწუხრებული ვარ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე საშინელი თავდასხმის გამო. ჩვენი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, ვისზეც ეს არაადამიანური ქმედება და შეტევა განხორციელდა. ქართველი ხალხი, ამ მძიმე მომენტში, ფრანგი ხალხის გვერდით დგას”, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, საკუთარ გვერდზე.

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობასთან ახლოს, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგად, მოკლულია სამი და დაჭრილია 12 ადამიანი. 6-ის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები საფრანგეთის ყველა საშობაო ბაზრობის მიმდებარედ გამკაცრდება. დაიკეტა ევროპარლამენტის შენობაც, რომელიც სტრასბურგში მომხდარი შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარეობს. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი 29 წლისაა და სავარაუდოდ სწორედ სტრასბურგში დაიბადა. იგი ქურდობისთვის იძებნებოდა.

მსგავსი თემები