“ამ მომენტისთვის ჩვენ ვერ გამოვავლინეთ ცოცხალი ვირუსი დედის რძეში” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კორონავირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადება ბავშვს დედის რძით შეიძლება გადაეცეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, ანშუ ბანერჟიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ მომენტისთვის ჩვენ ვერ გამოვავლინეთ ცოცხალი ვირუსი დედის რძეში. ამიტომაც, კორონავირუსის დედისგან შვილზე გადაცემის რისკი დადასტურებული არ არის“, – განაცხადა ანშუ ბანერჟიმ.

თავის მხრივ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, მარია ვან კერკხოვემ აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ჯანმოს რეკომენდაცია ის არის, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ დედებს შეუძლიათ ჩვილების მკერდით კვების გაგრძელება.

„ბავშვისთვის ეს უსაფრთხოა“, – დასძინა მან.

მსგავსი თემები