ამ დროის მონაცემებით, აზერბაიჯანში, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველზე მეტი დამკვირვებელია (ვიდეო)

11:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალია. 08:00 საათიდან ამ დრომდე, რამდენიმე უბანი შემოვიარეთ, თუმცა ამომრჩევლები თითქმის ვერც ერთ უბანზე გადავიღეთ. როგორც საარჩევნო უბანში გვითხრეს, აქტივობა დღის მეორე ნახევარში იქნება.

იმ უბნებზე, სადაც “მედიაცენტრი მთავარი” იმყოფებოდა, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე ამომრჩევლები. 

რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ყველაფერი ორგანიზებულად და მოწესრიგებულად მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე განთავსებულია ვიდეოკამერები. ამომრჩევლებს საკუთარი აზრის დაფიქსირება თავისუფლად შეუძლიათ, თუმცა 11:00 დროისთვის, საარჩევნო უბნებზე მხოლოდ რამდენიმე ამომრჩეველი აღმოჩნდა.

კოორდინატორები, სიები მანქანებით ამომრჩევლების უბნებზე მიყვანა, რიგი საარჩევნო უბნებთან, ამ ეტაპისთვის, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მსგავსი არაფერი ხდება.

ერთი სიტყვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ბაქოში უჩვეულოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და უბნებზე ამომრჩევლებზე მეტი დამკვირვებელია.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

ეკაგულუასპეციალურად „მედიაცენტრიმთავარისთვის“ ბაქოდან.

მსგავსი თემები