“ამ გეგმას ნაფიქრალის არაფერი ეტყობა, ეს არის სუფთა ბუღალტერია” – დავით ჭიჭინაძე ანტიკრიზისულ გეგმაზე

“ადამიანებს წარუდგინო რაღაც ვითომ ნაფიქრალი, არ შეიძლება. ამ გეგმას კი ნაფიქრალის არაფერი ეტყობა, ეს არის სუფთა ბუღალტერია”, – ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას.

“ანუ რისკენ არის ეს ნაბიჯები მიმართული, ეს აკლია ამ გეგმას. ფულის დარიგება – ეს არ არის ეკონომიკა და კრიზისის დაძლევა. ჩვენ არ ვართ ამერიკა, ვბეჭდოთ დოლარი და ვყაროთ”, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ ანტიკრიზისული გეგმა – ესაა გარკვეული გზავნილი წინასაარჩევნოდ. 

“200-200 ლარს რომ ურიგებ შენ ხალხს ახლა, სექტემბერსა და ოქტომბერში, მეტს კი არ ურიგებენ აგიტატორებს. 150 ლარია აგიტატორის ხელფასი. აპირებენ თავისი მილიარდის დახარჯვას, ეს ციფრი სულ ჟღერდებოდა და აგერ, ბიუჯეტით დაიწყეს მათი გახარჯვა”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები