ამსტერდამიდან თბილისში სპეცრეისით საქართველოს 179 მოქალაქე ჩამოვიდა

ამსტერდამი-თბილისის სპეცრეისით საქართველოს 179 მოქალაქე ჩამოიყვანეს. 

ეკონოსმიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს და იქ 14 დღის განმავლობაში დარჩებიან. 

ამსტერდამი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები სასტუმრო „მოქსსა“ და „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გადანაწილდნენ. 

სამინისტროს ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5400-მდე ადამიანია განთავსებული.

მსგავსი თემები