ამომრჩევლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ – ვითარება სენაკის 64-ე ოლქში

სენაკის 64 საოლქო საარჩევნო კომისიის ორ უბანზე, კერძოდ მეტვრამეტე და მეექვსე უბნებზე, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, დამკვირვებელი მირანდა მირცხულავა საარჩევნო უბანზე ვიდეოგადაღებას ახორციელებს. მას მოქალაქეების მიმართ ზემოქმედებისა და პროვოკაციის მოწყობის მცდელობაშიც ადანაშაულებენ.

როგორც სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია აცხადებს, მეთვრამეტე უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმონადგენელმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს არ მისცა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება, ხოლო მეექვსე უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და პროვოკაციულად მიმართავდნენ, რითაც ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობდნენ.

მისივე თქმით, ორივე ინციდენტთან დაკავშირებით საჩივარი უკვე დაწერილია.

თავად მირანდა მირცხულავა ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.

წყარო: stv.ge

მსგავსი თემები