“ამის შემდეგ, ზეცაში ფრენას თავი უნდა დაანებონ და მიწაზე დაეშვან” – დეპუტატი ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ ეს არჩვენები ნამდვილად იყო 2020 წლის გენერალური რეპეტიცია როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. დეპუტატი თვლის რომ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, გარდა ზუგდიდისა, ცუდი შედეგები აჩვენა.

„გუშინდელი დღე ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხისგან სერიოზული მხარდაჭერა და პოლიტიზირებული მედიის მცდელობა, შეექმნათ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი ხელისუფლების წინააღმდეგ, ფუჭი აღმოჩნდა. ალბათ დარწმუნდნენ, რომ ეს იარაღიც აღარ უჭრით. ტყუილზე დაფუძნებული ნებისმიერი ქმედება ყალბია და ამ სიყალბეს ადვილად ცნობს ხალხი. გარდა ზუგდიდისა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ცუდი შედეგები აჩვენა. ამის შემდეგ ზეცაში ფრენას თავი უნდა დაანებონ და მიწაზე დაეშვან. უნდა შეიგნონ, რომ ქართველი ხალხი მათ ხელისუფლების სადავეებს აღარასდროს მისცემს. გუშინდელი დაძაბული დღის შემდეგ არა მარტო ზუგდიდის, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქა,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისთვის, რომლებმაც ხმა ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას მისცეს.

მსგავსი თემები