„ამირხანაშვილის ჩვენებას გავეცანი, ეს არის გაფუჭებული ჩვენება” – გიგა ტატიშვილის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

ამირხანაშვილმა და ფოტოგრაფმა ბევრი რამ იციან და არ ამბობენ. იმაზე მეტი იციან, რაც ჩვენებაში წერია” – ეს განცხადება “მედიაცენტრ მთავართან” გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, “მერსედესის” მძღოლის, გიორგი ტატიაშვლის ადვოკატმა გააკეთა.

გიორგი ყიფშიძე გუკა ამირხანაშვილის შეცვლილ ჩვენებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჩვენებას „თავის სურვილით“ არავინ ცვლის.

„გურამ ამირხანაშვილი, რომ შემოიყვანეს პირდაპირ დაადო ხელი ტატიაშვილს,  და თქვა, რომ ეს არის ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ვერცხლისფერი ავტომანქანით მოვიდა, მან კატეგორიულად გამორიცხა გიგას მოქმედება და მონაწილეობა რაიმე ტიპის ძალადობაში, მე მაქვს სამართლებრივი ხედვა და არა ვარაუდი,  ჩვენებას არავინ ცვლის თავისი ნებით თუ ვინმე არ აიძულებს, რომ შეცვალოს და მიიღოს მისთვის სასურველი ჩვენება. ადამიანები თავისი ნებით ამას არ აკეთებენ, მე რომ ამ ჩვენებებს გავეცანი ეს არის ჩვენების გაფუჭება. ამირხანაშვილმა და ფოტოგრაფმა ბევრი რამ იციან და არ ამბობენ.“ – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ ძიებამ ბრალი გიორგი ტატიაშვილს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225- ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც დანაშაულის ორგანიზებას, ძალადობრივი ჯგუფის კოორდინაციას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

18 წლის გიგა ტატიაშვილი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონია ძიუდოში.

 “მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება   


მსგავსი თემები