ამირან გამყრელიძის შვილი თვითიზოლაციაში იმყოფება

მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი – ნიკა გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში დაუდასტრეს, თვითიზოლაციაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ნიკოლოზ გამყრელიძე ვირუსის მატარებელია.

ნიკოლოზ გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმ მიზეზით მოექცა, რომ ის  „ევექსის“ სამედიცინო ქსელის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია. მას კავშირი ჰქონდა იტალიიდან დაბრუნებულ იმ თანამშრიმელთან, რომელსაც „კორონავირუსი“ დაუდასტურდა.

5 პირიდან ერთ-ერთი, რომელსაც კორონავირუსი წუხელ დაუდგინდა, „ევექსის“ სათაო ოფისში მუშაობს. ამის შესახებ „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ნიორაძე აცხადებს.

მსგავსი თემები