ამირან გამყრელიძე, სეზონურ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი მოქალაქეებს, სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით საჭირო აცრების ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძე მშობლებს  ურჩევს, ტემპერატურის ქონის შემთხვევაში, ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.

„ქვეყანაში რესპირაციული ინფექციების სეზონია და ყველა სკოლამ, სააღმზრდელო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა – ბავშვებისთვის სუფთა გარემოს შექმნა, ხელების ხშირი დაბანვა, სკოლები ხშირად განიავდეს, ხშირად დალაგდეს სველი წესით, ჰქონდეთ საპონი და ინფექციის კონტროლის საშუალება. თუ ბავშვს ტემპერატურა აქვს, მშობლებმა ის სკოლაში კი არ უნდა გაუშვან, არამედ ექიმთან უნდა წაიყვანონ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სეზონური გრიპით დაავადების შემთხვევები შემცირებულია, თუმცა პაციენტების ჰოსპიტალიზაცია 28-დან 32%-მდე გაიზარდა.

მსგავსი თემები