ამერიკის საელჩო თანაუგრძნობს ქართველ ხალხს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, თანაუგრძნობს ქართველ ხალხს 16 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო.

“ვფიქრობთ ჩვენს ქართველ მეგობრებზე და ვლოცულობთ მათთვის”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

The United States Embassy wishes to express its heartfelt condolences to the people of Georgia in light of the January 16 tragedy in Didi Dighomi. Our thoughts and prayers are with our Georgian friends.

აღსანიშნავია, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, გუშინ, 16 იანვარს, საღამოს 9 საათზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ერთი 4 წლის ბავშვია. რამდენიმე ადამიანი დაზარალდა. 

17 იანვარი საქართველოში, გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი თემები