„ამერიკელების სისხლი ამერიკისთვის მხოლოდ მაშინაა აქტუალური,  როცა ეს მის პოლიტიკურ ინტერესებს შეეხება“ – მამუკა არეშიძე

„ომის შედეგია ის, რომ უამრავი ადამიანი ლტოლვილია, უმარავი ადამიანია სახლ-კარის გარეშე დარჩა, უამრავი ადამიანი დაიხოცა. იქ, ეთნიკურ-რელიგიური თვალსაზრისით არავის არჩევენ. მთავარია, პოლიტიკური ინტერესები“ – აცხადებს მამუკა კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.   

მისი შეფასებით, თურქეთ-სირიის ომმა დაამტკიცა, რომ უბრალო ადამიანები მათთვის არაფერს ნიშნავს დ მათი დაღვრილი სისხლიც უმნიშვნელოა.

„ამ კონფლიქტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პოლიტიკური ინტერესების მიღმა, უბრალო ადამიანების ბედი, მიუხედავად მათი წარმომავლობისა, ეთნიკური კუთვნილებისა თუ რელიგიისა, არავის აინტერესებს. მათ შორის არც იმ საერთაშორისო მსხვილ ორგანიზაციებს, რომლებსაც შეუძლიათ ბევრად უფრო აქტიურად და აგრესიულად მოიქცნენ, მაგრამ, ისინიც პოლიტიკური კონიქტურის ქვეშ არიან და მათი სიტყვებიც ლიტონი სიტყვებია“ – განუცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარს“

 შეგახსენებთ, რომ ამერიკა და თურქეთი, 5 დღით, სირიაში საომარი მოქმედებების შეჩერებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისად, მხარეებმა, ერთმანეთს მადლობები მოუხადეს ამ გადაწყვეტილებისთვის.

„გმადლობ, ერდოღან! მილიონობით სიცოცხლე გადარჩება…ერთი წვეთი ამერიკული სისხლის დაღვრის გარეშე, ჩვენ ყველანი შევთანხმდით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სირიის სასაზღვრო რეგიონში“ – ეს სიტყვები დონალდ ტრამპს ეკუთვნის.

მამუკა არეშიძე კი აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დიდი მოთამაშეებს უბრალო ხალხის ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ.

„ერდოღანის და ტრამპის მადლობები და ის სიტყვები რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გაისმა მათი მხრიდან, ესაა თვალებში ნაცრის შეყრა მსოფლიო საზოგადოებისთვის. ყველანი მონაწილეები ამ კონფლიქტში, მათი პოლიტიკური ლიდერები, დიპლომატიური წარმომადგენლები და მსოფლიო საზოგადოების წინაშე პოზირებენ, რომ ვითომ, რაღაცას მიაღწიეს. როგორც არასდროს, დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა კეთდება კულუარებში. ყველაფერი კეთდება სპეციალური ნდობით აღჭურვილი პირების დონზე, რომლებიც მოძრაობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დიპლომატებიც კი არ არიან, ესენი არიან ნდობით აღჭურვილი სპეც. წარმომადგენლები. ამერიკული დაღვრილი სისხლიც მხოლოდ მაშინაა აქტუალური ამერიკის ხელმძღვანელობისთვის, როდესაც ის მის პოლიტიკურ ინტერესებს სტრატეგიულად შეეხება. როდესაც ესაა ტაქტიკური შეხება, მაშინ არავის არ აინტერესებს, არავითარი ამერიკული სისხლი. უამრავი ამერიკული სისხლი დაიღვარა იქ, უამრავი რუსული სისხლი დაიღვარა, კერძო არმიების შემადგენლობაში უამრავი ადამიანი იბრძოდა“ – აღნიშნა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სირია ისევ იბომბება.

მსგავსი თემები