ამერიკაში მოკლულ ჯორჯ ფლოიდს კორონავირუსი ჰქონდა

ამერიკელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტების მერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჯორჯ ფლო­ი­დის აუ­ტოფ­სი­ის სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ის გუ­ლის გა­ჩე­რე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვალა­. მასალას სამედიცინო ექსპერტები აქვეყნებენ, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯორჯ ფლოიდის გაკვეთამ აჩვენა, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა სიკვდილი გულის გაჩერებამ გამოიწვია.

ენ­დრიუ ბე­ი­ქე­რის დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ფლო­იდს ჰქონ­და მრა­ვა­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვა და ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში, სა­ხე­ზე, პირ­ზე, მხრებ­ზე, მკლა­ვებ­სა და ფე­ხებ­ზე, მაგ­რამ ექ­სპერ­ტი­ზამ ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უშუ­ა­ლოდ რო­მე­ლი­მე ეს და­ზი­ა­ნე­ბა იყო.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ჯორჯ ფლო­ი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­და­პი­რი მი­ზე­ზი არც პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ მის კი­სერ­ზე ფე­ხის და­ჭე­რა იყო.

მსგავსი თემები