“ამაყი ვარ, პირველი იმით, რომ ვეკუთვნი იმ ემიგრაციას, რომელმაც ეს კონსტიტუცია შეინარჩუნა” – სალომე ზურაბიშვილი

“შეიძლება, ვინმე ფიქრობდეს, რა საჭიროა კონსტიტუცია თუ იგი ვერ გვიცავს და ვერ იცავს დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიას და მის მთლიანობას. მაგრამ, დღეს, უნდა ყველას გვახსოვდეს და არა მხოლოდ დღეს, რომ 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის სამართლებრივი საფუძველი სწორედ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია იყო. იმ დღეს მიღებული, როცა იწყებოდა საქართველოს დამარცხება, შემოსვლა და დამარცხება” – საქართველოს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეიძლება, ვიღაცამ მხოლოდ სიმბოლურ აქტად შეაფასოს და აღიქვას კონსტიტუცია, შეიძლება ვიღაცამ და ბევრმა არც წაიკითხონ, შეიძლება მავანთ არ იცოდნენ და შესაბამისად არ დააფასონ თუ რას ნიშნავდა თუნდაც პირველი კონსტიტუციის მიღება დამოუკიდებელი რესპუბლიკისთვის 1921 წელს.

„დამოუკიდებლობა თუ ვერ დაიცვა პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ, მან მისცა მთავარი იარაღი ემიგრაციას და თვით ქვეყანაში, აქ მებრძოლ თაობებს, რათა სახელმწიფოს აღდგენის საფუძველი შეენარჩუნებინათ. მე პირადად ძალიან ამაყი ვარ, პირველი იმით, რომ ვეკუთვნი იმ ემიგრაციას, რომელმაც ეს კონსტიტუცია შეინარჩუნა და რომელსაც სწამდა მისი აღდგენისა. ამაყი ვარ იმითი, რომ მონაწილეობა მივიღე სწორედ საკონსტიტუციო კომისიაში ახალი ცვლილებების შეტანაში, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი დემოკრატიული პროგრესის მიმართულებით. ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციის დაცვა და მისი პრინციპების ერთგულებაა, სწორედ, როგორც თვით კონსტიტუცია ამბობს, პრეზიდენტია ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა.

მსგავსი თემები