ამაღამ განსაკუთრებით ფრთხილად, ჯარიმა 500 ლარი – გაფრთხილება მოსახლეობას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს და აფრთხილებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები, რომ 500 ლარიან ჯარიმას ასცდნენ. განცხადება “ჭიაკოკონობასთან” დაკავშირებულ რისკებსა და საფრთხეებზე, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ფოჩხიძემ “მედიაცენტრ მთვარში” განაცხადა, საყოფაცხოვრებო ნარჩენის ღია წესით დაწვა ისჯება 200 ლარით, ხოლო სახიფათო ნარჩენები 500 ლარით.

“ღია წესით წვა, იყოფა ორ ნაწილად. პირველ ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ არასახიფათო ნარჩენების ღია წესით წვა. აქ შეგვიძლია განვიხილოთ ფოთლები, პარკები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომლის ღია წესით დაწვა ისჯება ჯარიმით – 200 ლარით, ხოლო მეორე კატეგორია არა სახიფათო ნარჩენები, რომელიც არის საბურავები, რეზინები და სხვა მასალები. ამ შემთხვევაში ჯარიმა არის 500 ლარი,”- განაცხადა გრიგოლ ფოჩხიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე რომ დღეს ღამე, 24 აპრილს „ჭიაკოკონობის“ სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს, მასიურად ხდება საბურავების წვა. აქედან გამომდინარე, როგორც საპატრულო ეკიპაჟები, ისე გარემოს დაცვის ინსპექცია კონტროლს მაქსიმალურად ამკაცრებს. სანქციები ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ ფიზიკური პირი, საკუთარ ეზოში, ღია წესით დაწვავს ნარჩენებს ან საბურავებს.

მსგავსი თემები