„ამაღამ, ბიძინა ივანიშვილს მნიშვნელოვანი საქმე აქვს გასაკეთებელი“ – დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილისგან, ამაღამ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას ელოდება. ეს საქმე, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის თანხმობაა.

როგორც დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა,  თუ ამაღამ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დადებითად არ იქნება მიღებული, ხალხთან ერთად, ოპოზიციის ძალას ყველა ნახავს.

„თუ ხელისუფლება ამ ინიციატივას უკან წაიღებს და კრიზისის მოგვარების ნაცვლად ახალ კრიზისში შეიყვანს, ეს იქნება ხელისუფლების მიტაცება, ხელისუფლებით ბოროტად სარგებლობა, მანიპულაცია, რომელიც დაუსჯელად ვერ ჩაივლის. სრულიად ოპოზიციური სპექტრი ერთად დადგება. ამ შემთხვევაში, ჩვენი საერთო პრიორიტეტი ხელისუფლების გაშვება იქნება. ამაღამ, ამ ქვეყნის მმართველს, ბიძინა ივანიშვილს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ ამ საბედისწერო მომენტში საბედისწერო შეცდომა არ დაუშვას და ხვალინდელი დღე არ აღმოჩნდეს ძალიან სერიოზული კრიზისის მიზეზი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ, პარლამენტში, მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ორი დღეა კენჭისყრის მოლოდინშია. ორჯერ გადადებული საკითხს, დეპუტატებმა კენჭი  ხვალ, 12:00 საათზე უნდა უყარონ.   

მსგავსი თემები