“ალუვიონის” სოლიდარობა “მედიაცენტრ მთავარს”!

საინფორმაციო სააგნტო “ალუვიონი” სოლიდარობას უცხადებს მედიაცენტრ მთავარს და გმობს ყველანაირ ძალადობას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ასევე შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის უმოქმედობაზე ამ საკითზის მიმართ. “ალუვიონი” მოუწოდებს” ომბუცმენს დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და დაგმოს მედიაზე ზეწოლა; ასევე მოუწოდოს ყველა პირს თავი შეიკაონ მედიაცენტრებზე და ზოგადად მედიაზე თავდასხმასა და საქმიანობის ხელის შეშლისგან!

მედიაცენტრ მთავარ სოფიო ხორგუანმა თავისი ოფისი შესთავაზა:
“ძალას მოვიკრებ და “მედიაცენტრი მთავარი” ახალ ოფისში გააგრძელებს მუშაობას. უღრმესი მადლობა ყველას სოლიდარობისთვის. უამრავ სოლიდარობისა და მხარდაჭერის შეტყობინებას ვიღებ, მადლობის მეტი რა მეთქმის. ამ ეტაპზე, სტრესში და მორალურად განადგურებული ვარ, ვერ გამოვხატავ ემოციებს. კეთილის მსურველებს ასევე მინდა მოგაწოდოთ პოზიტიური ინფორმაცია რაც ამ წუთებში მივიღეთ ფართის შეთავაზებასთან დაკავშირებით. სოფიო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარს“ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გასაგრძელებლად საკუთარი ოფისი შესთავაზა.


უღრმესი მადლობა პირადად სოფოს ამ თანადგომისთვის. როგორც კი ძალას მოვიკრებ და შევძლებ სამუშაო რეჟიმში გადასვლას, მოვაწყობთ ახალ ოფისს და „მედიაცენტრი მთავარი“ გააგრძელებს ფუნქციონირებას, რითაც არა მხოლოდ ერთი ადამიანის პროფესიული საქმიანობა, არამედ ზოგადად რწმენა გადარჩება, რომ არსებობს ადამიანური და პროფესიული სოლიდარობა და სამართალი სელექციური არ არის.


იმასაც გეტყვით, რომ „მედიაცენტრი მთავარის“ შექმნა და მედია ბაზარზე თავის დამკვიდრება მხლოდ დაუღალავი შრომის შედეგია. ის კვლავ ღიაა ყველასათვის, ვისაც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი რამ აქვს სათქმელი. მადლობა, გელით და მეიმედებით” – წერს ეკა გულუა.


შეგახსენებთ დღეს, დილით გავრცელებულ ინფორმაციას:
“დღეიდან, პრესკლუბი „მთავარი“ მუშაობას აჩერებს. პრესკლუბში არ გაიმართება პრესკონფერენციები და ეს არის ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილება.


მოგეხსენებათ, რომ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაცია „მედიაცენტრ მთავარში“ ორჯერ შემოიჭრნენ საპროტესტო აქციის ახალგაზრდული ფრთის – „სირცხვილია“ და „გაბედეს“ წარმომადგენლები, რომლებმაც პრესკონფერენცია ჩაშალეს და მთელს შენობაში შექმნეს გარკვეული სახის დისკომფორტი, რადგან შემოჭრა მოხდა კერძო საკუთრებაში, რის გამოც „მედიაცენტრი მთავარი“ დარჩა ოფისის გარეშე და შექმნილი ქაოსისა და არეულობის გამო, იძულებულები გავხდით ფართი, რომელიც იყო კერძო საკუთრება დაგვეტოვებინა.


ბოდიშს ვუხდი ოფისში მომუშავე იმ ადამიანებს, ვისაც „მედიაცენტრი მთავარის“ გამო, დისკომფორტი შეექმნათ და არაერთგზის შეეზღუდათ მუშაობის უფლება; ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს და ყველას ვინც თანაბრად სარგებლობდა „მედიაცენტი მთავარის“ საინფორმაციო სივრცით; ბოდიშს, ვუხდი ჩემს თანამშრომლებს, როგორც დამსაქმებელი, რომელმაც ვერ შეძლო მათი დაცვა;
ბოდიშს ვუხდი, საკუთარ მცირეწლოვან ტყუპებს, რადგან მეორე დღეა ადამიანს არ ვგავარ, ვერ ვარ ქმედითი და შრომისუნარიანი შექმნილი პრობლემის გამო.

ზოგადადაც ყოფა/არსებობა, გარდა საზოგადოებრივი, ასევე პირადი ცხოვრებისგან შედგება ეს არის ჩემი უმძიმესი გადაწყვეტილება.
მედიაცენტრში შემოჭრით, ჩვენ, როგორც დამოუკიდებელ მედიას, შეგვეზღუდა ადამიანის ფუნდამენტური ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სახით, პროფესიული საქმიანობა და გარდა აღნიშნულისა, პრობლემები შევუქმენით კერძო საკუთრებაში მომუშავე სხვა ადამიანებსაც, რამაც ერთიორად აზარალა ჩემი საქმიანი რეპუტაცია.
ბოლოს კი დავამატებ, ცუდია, როდესაც ქვეყანაში ნორმად დაკანონდა მხოლოდ სასურველი ინფორმაციის გავრცელება და უფრო ცუდია, როდესაც მედიასამართალი სელექციურია. ეს აზარალებს როგორც ქვეყნის ევროპულ ვექტორს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, სადაც ამოსავალი წერტილი მხოლოდ სამართლებრივი ურთიერთობებია. იმედია, ვინმე აიღებს და გაიზიარებს პასუხიმგებლობას” . – წერს სოფიო ხორგუანი

მსგავსი თემები