ალილოს მსვლელობის გამო, 7 იანვარს, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხვალ, 14:00 საათიდან რამდენიმე საათით შეიზღუდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ხვალ, 7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაგეგმილია ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა ალილო, რის გამოც თბილისში 14:00 საათიდან, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე.

ალტერნატიულ მარშრუტებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება.

მსგავსი თემები