ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, მანამდე პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილული იყო მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის საკითხი.

ამ თათბირს ესწრებოდნენ ბელარუსის საბჭოს თავმჯდომარე ჰატალია კოჩანოვა, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ანდრეიჩენკო, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და უშიშროების საბჭოს მდივანი.

მსგავსი თემები