“ალდაგი” დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურებას ვერ ჰპირდება

სადაზღვეო კომპანია “ალდაგის” მენეჯერის ბექა ფოფხაძის განცხადებით, ანაზღაუდება თუ არა, ქავთარაძის ქუჩის #3- თან მდებარე სამშენებლო მაღაზიის ზარალი, რომელიც ხანძრის შედეგად დადგა გადაწყვეტილი არაა.

მისივე თქმით, დეტალებს კომპანია ამ დრომდე სწავლობს.

” უნდა გადაიხედოს ხელშეკრულება და შემდეგ უკვე გავერკვევით დეტალებში. სანამ ხელშეკრულებას არ ვნახავთ, ვერაფერს გეტყვით. გუშინ ღამე მოხდა შემთხვევა და ახლა ვმუშაობთ. ვერ გეტყვით გადაჭრით, აუნაზღაურდება თუ არა ზარალი,“ – განაცხადა ბექა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, დამწვარი მაღაზიის მფლობელის ნიკა ლოლაძის განცხადებით, ქავთარაძის #3-თან მდებარე სავაჭრო ობიექტში გაჩენილი ხანძრის შედეგად ზარალი დაახლოებით 400 000 ლარამდეა. მისი თქმით, მაღაზია დაზღვეული ჰქონდა, თუმცა, დაზღვევას წლის ბოლოს ვადა გაუვიდა და არ იცის, აუნაზღაურებენ თუ არა ზარალს. ხანძარი ობიექტს გუშინ ღამით გაუჩნდა.

მსგავსი თემები