„ათეულობით, ასეულობით გარდაცვალების შემთხვევა, რომ გქვონდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერდით“ – მთავრობა ოპოზიციას

საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა ოპოზიციის წინააღმდეგობას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით არგუმენტებით უპასუხა. მეზვრიშვილი ოპონენტებს იტალიის სცენარს ახსენებს და მსგავსი ტრაგედიის განმეორების შემთხვევაში პასუხისმგებლობას ახსენებს.

„დავიწყებ ქალბატონი ირმას გამოსვლიდან, არ ისმენდით ალბათ ჩემს გამოსვლაში აქცენტებს რაზე ვაკეთებდი, მე არ ვგულისხმობ, რომ მთავრობას არ აქვს ვალდებულებები შეზღუდვების გაგრძელების ფაქტორები დაასაბუთოს, თქვენ ქმნით ისეთ სურათს, თითქოს დღეს აქ მთავრობის წარმომადგენელი და ქალბატონი პრეზიდენტი იმიტომ მოვიდნენ, რომ ჰაერზე ილაპარაკონ, ეს არის აბსურდი. მე ვერ ვხდები იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენს ამ ირიბად დაუმორჩილებელ განცხადებებს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. საგანგებო მდგომარეობა რომ არ გაგრძელებულიყო გაცილებით მეტი ინფიცირება გვეყოლებოდა. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხანდახან ზღვარს სასწორზე დებთ, რომ თითქოს ჩვენ უნდა გვქონდეს დღეს გარდაცვალების საკმაო რაოდენობა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი დაუჭიროთ. ათეულობით, ასეულობით გარდაცვალების შემთხვევა, რომ გვქონდეს ალბათ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერდით და არ აფასებთ საგანგებო მდგომარეობის გამოყენებამ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემის მიერ დროის მოგებამ რამდენი პოზიტიური შედეგი მოიტანა.

თქვენ ცდილობთ შეასუსტოთ ეს აქცენტები და ყურადღება გადაიტანოთ ანტიკრიზისულ გეგმაზე. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა მოიტანა ის შედეგები, რაც დღეს გვაქვს. მე კარგად მესმის შერჩევით მიდგომებთან დაკავშირებითაც, ვის აქვს უფლება გადაადგილების და ვის არა და კარგად აცნობიერებთ მგონი, რომ ეს ეპიდემია ჩვენთვის,ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის მოულოდნელი იყო და ხარვეზები იქნება. თქვენ ვერ ათვითცნობიერებთ, რომ  ხვალ რომ მოქალაქეები არ დაემორჩილონ შეზღუდვებს ამას შეიძლება მოჰყვეს იტალია, ესპანეთი და ამას თუ არ ითვალისწინებთ და თქვენ თუ ამ პასუხისიმგებლობას იღებთ კი ბატონო ნუ დაუჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა შემაჯამებელი გამოსვლის დროს.

მსგავსი თემები