აზერბაიჯანში, წინასაარჩევნო კამპანია შეწყდა (ვიდეო)

აზერბაიჯანში, წინასაარჩევნო კამპანია დღეს შეწყდა. შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტები ვერც აგიტაციის ჩაატარებენ და ვერც სადებატოდ გამოიყენებენ საინფორმაციო საშუალებებს.

აზერბაიჯანის ცენტრალურმა  საარჩევნო კომისიამ, დღეს, არჩევნების წინა დღეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც კანდიდატებზე, პოლიტიკურ პარტიების დაკვირვებაზე, საარჩევნო უბნებსა და იმ ორგანიზაციებზე ისაუბრა, ვინც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება.

პროცესს “მედიაცენტრი მთავარი” ბაქოდან აშუქებს და ერთ-ერთი საინტერესო დეტალი, რაც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დავაფიქსირეთ არის ის, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო განწყობა არ იგრძნობა. საარჩევნო პლაკატებსა და ბილბორდებს ქვეყანაში ვერსად ნახავთ. 

გუშინ, ქალაქის ცენტრალურ ადგილას, პარკში, საარჩევნო სუბიექტებისთვის გამოყოფილი სტენდი გადავიღეთ, სადაც 18-ვე პოლიტიკური პარტიის ბანერია გამოფენილი, თუმცა დღეს ეს ბანერები უკვე ჩამოხსნილია. 

გადაწყვეტილება, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, ხელისუფლებამ 9 დეკემბერს მიიღო. 

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

ეკა გულუა, სპეციალურად „მედიაცენტრი მთავარისთვის“ ბაქოდან.


მსგავსი თემები