აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ორი კვირით ჩაკეტა

კორონავირუსის საფრთხის გამო, აზერბაიჯანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი ორი კვირით ჩაკეტა.

აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებული სულ სამი ადამიანია.

ინფიცირებულები ირანიდან დაბრუნებული აზერბაიჯანელები არიან. ისინი ინფექციურ საავადმყოფოში, სპეციალურად გამოყოფილ განყოფილებაში არიან განთავსებულნი.

მსგავსი თემები