აზერბაიჯანი საქართველოს ულოცავს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საგარეო უწყების პირველმა, მილოცვის წერილი ქართველ კოლეგას გამოუგზავნა. როგორც წერილში ვკითხულობთ, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა მნიშვენელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.

„ვიმედოვნებ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რომელიც ისეთ მტკიცე საძირკველს ემყარება, როგორიცაა ურთიერთგაგება და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა“ – ვკითხულობთ ა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის წერილში.


მსგავსი თემები