აზერბაიჯანი კორონავირუსის გამო დაწესებულ საგანგებო ზომებს ამკაცრებს

აზერბაიჯანი „კოვიდ 19“-ის პრევენციის მიზნით დაწესებულ საგანგებო ზომებს ამკაცრებს და პარკებში სეირნობას კრძალავს.

ასევე შეიზღუდა რეგიონებსა და ქალაქებს შორის ავტომობილით გადაადგილება. მეტრო კი შეზღუდული დროით, დღის განმავლობაში მხოლოდ ხუთი საათით იმუშავებს.

გავრცელებული მონაცემებით, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის 165 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია სამი ადამიანი, 15 კი ვირუსისგან განიკურნა.

მსგავსი თემები