აზერბაიჯანი აცხადებს, რომ გარეჯში მიმდინარე სამუშაოები ქვეყნის სუვერენული უფლებაა

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვის განცხადებით, გზის გაყვანის სამუშაოები, რომელიც გარეჯის მიმდებარედ განხორციელდა, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა.

როგორც ხალაფოვი აცხადებს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და საქართველო, ადრე არსებული ადმინისტრაციული საზღვრების სამართალმემკვიდრეები გახდნენ. შემდგომში კი ეს ტერიტორია ორ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრები გახდა და კონტროლი ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურებმა დაიწყეს.

„ქეშიკჩიდაღის“ ნაკრძალის ტერიტორიაზე მღვიმეებისკენ გადაადგილება, ქართული მხარის მოთხოვნით და ურთიერთ შეთანხმებით, ქართველი მომლოცველების მიერ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლქვეშ ხდებოდა. ეს დღესაც ასეა. რაც შეეხება სამეურნეო და სხვა სამუშაოებს საკუთარ ტერიტორიაზე, ეს ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა“ – აცხადებს დიპლომატი.

მსგავსი თემები