ავტრალიაში ხანძარი ისევ მძვინვარებს (ფოტოები)

ავსტრალიაში ტყეებში გაჩენილ ხანძრებს ვერ უმკლავდებიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ახალი სამხრეთ უელსის შტატში, სადაც ცეცხლი ქალაქ ედენს მიუახლოვდა. საშიშროების გამო, მოქალაქეებს სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს.

იმის მიუხედავად, რომ ავსტრალიის რამდენიმე რეგიონში დღეს გაწვიმდა და ჰაერის ტემპერატურამ დაიწია, საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლის 200-ზე მეტი აქტიური კერის ჩასაქრობად ეს არ იქნება საკმარისი. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მთავრობას ხანძრების ლიკვიდაციის გეგმა არ აქვს.

ავსტრალიაში ხანძრები სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. ამ დროის განმავლობაში დაიღუპა 24 ადამიანი. სამაშველო ოპერაციაში ათასობით მაშველი და სამხედროა ჩართული.

მსგავსი თემები