ავტო ავარიისას დაშავებულები საოპერაციოდ შეიყვანეს

წეროვანში ავტო ავარიის  შედეგად დაშავებულებს ოპერაციას უტარებენ. ავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად კლინიკაში სულ 19 დაშავებული გადაიყვანეს.

8 პაციენტი „ჯეოჰოსპიტალსის“ მცხეთის ფილიალში იმყოფება. ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ნაწილის კი საშუალო სიმძიმის.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ორივე ტრანსპორტი, ტრაილერი და მიკროავტობუსი დედაქალაქიდან თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

 

 

 

მსგავსი თემები