ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ბულგარეთის პრემიერმა 3 მინისტრი მოხსნა

ბულგარეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა, ბოიკო ბოისოვმა, 3 მინისტრი თანამდებობიდან მოხსნა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად მოუწესრიგებელი საგზაო ინგრასტრუქტურა სახელდება.

„ტრანსპორტის, რეგიონალური განვითარების და შინაგან საქმეთა მინისტრებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა მომხდარზე, რადგან დღემდე ვერ მოხერხდა მძიმე მდგომარეობაში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა“, – განაცხადა პრემიერმა.

ბულგარეთში, გასულ შაბათს, მგზავრებით სავსე ავტობული გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა.  ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარში ავტობუსის მძღოლის დადანაშაულებას ცდილობდნენ, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ცოცხალი გადარჩა.

ავტობუსს პენსიონერები გადაჰყავდა, რომლებიც ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეები იყვნენ და კონცერტზე მიდიოდნენ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის ახალგარემონტებულ მონაკვეთზე და გზიდან გადავარდა.  ბევრმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ასფალტი, რომელსაც გზის კეთილმოსაწყობად იყენებენ, ცუდი ხარისხისაა, ნაკლები მოჭიდება აქვს და სატრანსპორტო საშაულების მოცურებას იწვევს. ხელისუფლებამ გამოსავალი  მონახა,  აღნიშნულ გზაზე სიჩქარის 40 კმ/სთ -მდე შემცირების ნიშანი განათავსეს.

წყარო: comments.ua

მსგავსი თემები