ავტომობილების დალომბარდება შესაძლოა აიკრძალოს    

მაისიდან ლომბარდები გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარებიან. ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც დალომბარდებისას კანონმდებლობით აიკრძალება, ტრანსპორტსა და უძრავ ქონებას შეეხება.

რეგულაციებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუშაობს. მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდება ძალიან ნეგატიური პრაქტიკაა.

„ვმუშაობთ, რომ მიმდინარე თვის განმავლობაში ლომბარდებთან დაკავშირებით თამაშის  ახალი  წესები შევიმუშავოთ.  ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდება საკმაოდ ნეგატიური პრაქტიკაა, რომელიც მომხმარებლებზე ნეგატიურად აისახება და ხშირ შემთხვევაში კრიმინალის წყაროც კი გახდა. ამ მიმართულებით პრინციპული ნაბიჯები სასწრაფო და აუცილებელია“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები