ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს რწმუნებულები და მაჟორიტარები მოემსახურებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულები და მაჟორიტარები მოემსახურებიან. საუბარია სურსათით და მედიკამენტებით მომარაგების საკითხებზე, ასევე სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებულ გადაადგილებაზე.

„მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვამ, მოქალაქეებს სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნა, ძალიან ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, სოფლის რწმუნებულებს და მაჟორიტარებს მიეცეთ გადაადგილების უფლება, რათა მოემსახურონ საჭიროებისამებრ ადგილობრივ მოსახლეობას“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

მსგავსი თემები