ავტომანქანა აფეთქდა, დაღუპულია ერთი ადამიანი

თელავში აფეთქება მოხდა. ალაზნის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაზ-გასამართ სადგურზე ოპელის მარკის ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად 45 წლის მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტო მანქანის აირით დატუბვა დასრულებული იყო. სავარაუდოდ, მანქანას გავლილი არ ჰქონდა ტექ-დათვალიერება.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,რაც ელექტრო ან თბოენერგიის,გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შემთხვევა მოჰყვა.

მსგავსი თემები