ავსტრალიაში ყოფილმა მორაგბემ ცოლი და სამი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ავსტრალიაში ყოფილმა მორაგბემ ცოლი და სამი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შემზარავი შემთხვევა ბრისბენში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ყოფილმა სპორტსმენმა, როუან ბექსტერმა მანქანას, რომელშიც მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შემდეგაც დანით თავი მოიკლა.

31 წლის ქალი, ჰანა ბექსტერი სასწრაფო დახმარების ექიმებმა დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ავსტრალიელები მთელი ქვეყნის მასშტაბით შოკირებულები, დამწუხრებულები და განადგურებულები არიან იმის გამო, რაც მოხდა“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.

მსგავსი თემები