ავსტრალიაში, ტყის ხანძრებისგან ნახევარი მილიარდი ცხოველი მოკვდა

გასული წლის სექტემბრიდან დღემდე ავსტრალიაში, ახალი უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით, ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა. 

სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანძრისგან დახლოებით, 480 მილიონი ძუძუმწოვარი, ფრინველი და რეპტილია დაიხოცა.

„კვლევა აჩვენებს, რომ დამწვარ ტერიტორიებზე ცხოველებს არ ჰყოფნით საკვები და თავშესაფარი, რათა გარეულ მტაცებლებს დაემალონ. ეს კი პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს”- ამბობს პროფესორი კრის დიკმანი.

ხანძარმა, რომელიც რამდენიმე თვეა მძვინვარებს, 20 ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. სტიქიამ დახლოებით 5 მილიონი ჰექტარი ტყე გაანადგურა.

მსგავსი თემები