ავსტრალიაში განგაშის კატასტროფული დონე გამოცხადდა – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ავსტრალიაში ახალი სამხრეთ-ველსის შტატში განგაშის კატასტროფული დონე გამოცხადდა. ძლიერი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 23-ზე მეტი მეხანძრე. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. შტატში ხანძრის 100-ზე მეტი კერაა დაფიქსირებული.

ხანძრის გამო დაიკეტა გზები, დაინგრა შენობები და გადაიდო ავიარეისები. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას ხელს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის.

გასულ კვირებში ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა. დამწვარია მილიონზე მეტი ჰექტარი.

მსგავსი თემები