ავლაბარში, 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი დაიდგმება

თბილისის ისნის რაიონში, კერძოდ ავლაბარში, წურწუმიას ქუჩის N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სკვერში 4 მემორიალი დაიდგმება, რომლებიც 2008 წლის, 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს მიეძღვნება.

როგორც “მთავარს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს,  პროექტი ქართულ მხარეს საჩუქრად გადასცა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ – ნატომ.

მათივე ინფორმაციით, რეაბლიტაციის ფარგლებში სკვერში მოეწყობა სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, გაკეთდება დეკორატიული ღობე, დაიდგმება საპარკე ფურნიტურა.  განთავსდება საბავშვო მოედანი და ატრაქციონები.

სკვერის გამწვანების ნაწილში იგეგმება ნიადაგის ნოყიერი ნაზავის დაყრა, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება მცენარეები –  100 ძირი ეონიმუსი და 100 ძირი კოწახური.

სამუშაოები, რომელსაც შპს ,,გრინსერვისი+“ ახორციელებს, ორ თვეში დასრულდება.

 

მსგავსი თემები