ადრეულ ასაკში ქორწინება და ნიშნობა საქართველოსთვის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება

სახალხო დამცველის აპარატის კვლევით, ბავშვის დაბადებისას, არასრულწლოვან მშობელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. კვლევით, ადრეულ ასაკში ქორწინება და ნიშნობა საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 835 არასრულწლოვანი მშობელი დაფიქსირდა, რაც 2018 წელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა, კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვან მშობელთა რაოდენობა.

“მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია არ ხორციელდება, პრობლემად რჩება ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები. 2017 წლის მონაცემთან შედარებით (835 არასრულწლოვანი მშობელი), შემცირებულია, თუმცა კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვან მშობელთა რაოდენობა, კერძოდ, 2018 წელს მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა,”- ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 115 შემთხვევა იქნა შესწავლილი, მაშინ როდესაც ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით სკოლის მიტოვება გაცილებით მეტს მოუწია.

მსგავსი თემები