ადიგენელ ბავშვებს ახალ ბაგა-ბაღს იაპონიის მთავრობა აუშენებს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, სადაც წლების განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ არსებობდა, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. საბავშვო ბაღის შენობა განკუთვნილია სამი საბავშვო ჯგუფისათვის და იგი მიმდებარე 12 სოფლის აღსაზრდელს მოემსახურება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადგილენის მერიაში განუცხადეს, მოხეში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

მსგავსი თემები