გამომძიებელი ჩოლოიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება – ადვოკატი ციხიდან გამოვიდა

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი არჩილ შაბაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცოტა ხნის წინ მოინახულა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ადვოკატმა განუცხადა, მარიანა ჩოლოიანი სპეციალურ საკანში მარტო იმყოფება და დაკვირვების ქვეშაა. მისი თქმით, გამომძიებელი ექიმების დანიშნულ წამლებს იღებს და რამდენიმე დღეში კიდევ გაივლის კონსულტაციას ექიმთან.

„შევედი და  ვნახე. ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტა უკეთესია. იმყოფება დაკვირვების ქვეშ. კონკრეტულად, მის ჯანმრთელობის მდოგმარეობაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამის უფლება არ მოუცია. იღებს ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს. რამდენიმე დღეში კიდევ გაივლის შესაბამისი პროფილის მქონდე ექიმთან კონსულტაციას. პროფილს ვერ დავაკონკრეტებ. ამ ეტაპზე ის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და აქედან გამომდინარე, სპეციალურ საკანშია, სადაც მასზე დაკვირვება მიმდინარეობს. საკანში მარტოა, თუმცა, არ აქვს პრობლემა, სხვასთან ერთად იყოს,” – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

არჩილ შაბაშვილის განმარტებით, მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, გამომძიებელი სისხლის სამართლის მასალებს ჯერ არ გაცნობია.

„თვითონაც გაეცნობა სისხლის სამართლის მასალებს. ის უდანაშულოა და კანონი არ დაურღვევია. მასალები მისთვის არ გადამიცია. შევთანხმდით, რომ მას მასალებს მივაწვდი”, – განუცხადა არჩილ შაბაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები