ადვოკატი გამორიცხავს, რომ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებს სხვა მუხლი წაუყენონ

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით არ არსებობს ახალი გარემოება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ვასილ მახარაძეს და არჩილ გაგნიძეს პროკურატურა სხვა ბრალით შეედავება.

„ამ ეტაპზე არანაირი ახალი გარემოება არ გვაქვს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურა სხვა ბრალს ედავებოდეს. ხოლო აღნიშნული ექსპერტიზის თანახმად წარმოუდგენელია სამართლებრივად, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგეს იმიტომ, რომ, უნდა დადგინდეს შემხებლობა, ცხონებულ შაქარაშვილთან ჰქონდა თუ არა ვინმეს უშუალო კონტაქტი. მე ვგულისხმობ ფიზიკურ კონტაქტს,” – განაცხადა ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

მსგავსი თემები