“ადვოკატი არ უნდა საუბრობდეს ისე, როგორც მარიამ კუბლაშვილი” – ვასილ მამულაშვილი

ადვოკატთა ნაწილი, საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველ მარიამ კუბლაშვილს მისი ქცევების გამო აკრიტიკებს და ადვოკატთა ასოციაციას მიმართავს, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

როგორც ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მარიამ კუბლაშვილმა ადვოკატთა კორპუსი სამასხარაოდ გახადა.

“დაცვის დროს ხშირია ხარვეზები. მთავარია ადვოკატთა კორპუსის რეპუტაცია. დამოუკიდებლობა, კოლეგიალურობა მნიშვნელოვანი პრინციპებია, რომელიც ადვოკატმა უნდა შეასრულოს, რომ ის იყოს სანდო მათ შორის სასამართლოს თვალში. პერსონალურად არ ეხება ეს მარიამ კუბლაშვილს. ხშირად გვიწევს ემოციური განცხადებების გაკეთება, თუმცა ამაზე რეაგირება უნდა იყოს. ადვოკატი არ უნდა საუბრობდეს ისე, როგორც მარიამ კუბლაშვილი საუბრობს. მარიამ კუბლაშვილი, თავისი დაცვის განხორციელებით, ლახავს ადვოკატთა მთლიანი კორპუსის რეპუტაციას,” – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”

ამ წუთებში “მედიაცენტრ მთავარში” ვასილ მამულაშვილის პრესკონფერენცია მიმდინარეობს.

მსგავსი თემები