ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

2020 წლის თებერვლიდან  ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო.

გამოცდაზე დარეგისტრირების მსურველმა, განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს რიგი დოკუმენტები, რომლებიც სარეგისტრაციო პორტალზეა მითითებული.

რეგისტრაციის დასრულებამდე, სასწავლო ცენტრი ამოწმებს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ზემოხსენებულ ფორმალურ მოთხოვნებთან.
ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე. 
აპლიკანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა ვადა რეგისტრაციის დასრულებამდე.

რეგისტრაცია 2020 წლის 2 მარტის  18:00 საათამდე გრძელდება.

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, შესაბამისი პორტალის გამოყენებით.

მსგავსი თემები