„ადამიანს მოკლავ და პასუხს არ აგებ, სიცოცხლის უფლება გარანტირებული არ არის,“ – ქართველების წამება გალში

„ოკუპანტები მშვიდად არ უნდა დავაძინოთ. ადამიანობის წინააღმდეგ, წამების წინააღმდეგ, ეროვნული ნიშნით ქართველების ჩაგვრის წინააღმდეგ, რუსეთის სახელმიწიფოს სამართლებრივი ომი უნდა გამოვუცხადოთ“ – ასეთია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის – ჯემალ გამახარიას სტრატეგია, რომელმაც, გალში მცხოვრები ქართველების მიმართ ჩადენილი დანაშაულებები „მედიაცენტრ მთავარში“ პუნქტებად ჩამოთვალა.

• გალის რაიონის ქართული მოსახლეობისთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს;

• დეფაქტო არჩევნებში, რეფერენდუმში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გაწევრიანების უფლება იქაური ქართველებისთვის აკრძალულია;

• დეფაქტო სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მუშაობა არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ სხვა დაწესებულებებში მუშაობა გარდა სკოლისა;

• თუ ქართული დიპლომი გაქვს, შენ სამსახურში არავინ მიგიღებს. ყველაფერი გზა გადაკეტილია ქართული მოსახლეობისთვის;

• მშობლიური ენაზე განათლების მიღების პრობლემა, რომელმაც ისეთი მასშტაები მიიღო რომ გადავიდა ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაციაზე. არამ ხოლოდ სწავლებაზეა საუბარი, საუბარი იმაზე, რომ ქართულ ენაზე, მშობლიურ ენაზე ღვთის მსახურების მოსმენა და მსახურების ჩატარება შეუძლებელია;

• არშეიძლება ქართული სიმღერის არც მღერა და არც მოსმენა და თუ ეს მოხდა, ქართველებს პასუხს აგებინებენ;

• საუბარი შეუძლიათ მხოლოდ რუსუად. ერთმანეთში შეუძლიათ მეგრულად ისაუბრონ, მაგრამ, ქართულ ენაზე მიმოწერა, გზავნილიც კი არ შეიძლება;

• ყველაფრი კეთდება, გალის რაიონიდან ქართულის ამოსაძირკვად;

• გააქტიურდა ბრძოლა ქართველების იდენტობის წინააღდეგ. ადამიანებს ეუბნებიან რომ თქვენ ხართ ძირძველი აფხაზები და უნდა დაუბრუნდეთ ძირძველ ფეხვებს და ამის შემდეგ თქვენ გექნებათ გარკვეული უფლებები;

• ადმინისტრაციული საზღვრის თავისუფად გადაკვეთა შეზღუდულია;

• აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაინის მაცხოვრებელ ქართველებს ეკრძალებათ ქორწინების რეგისტრაცია;

• ქართველებს არ შეუძლიათ, ახალშობილი, რომლეიც გალის რაიონში დაიბადა იქვე დაარრეგისტრირონ. მისი რეგისტრაცია ხდება ენგურს აქეთ;

• სოციალური დახმარება, ჯანდაცვა, პენსია, ეს მცნება ქართველებისთვის აღარ არსებობს;

• ქართველბი თავიანთ სახლში ცხოვრობენ, სახლში სადაც ბაბუბის ბაუა ცხოვრობდა. ამ სახლში მათ ავქთ უვფლება იცხოვრონ, მაგრამ მათი განკარგვის უფლება არ აქვთ;

• მიწის, სახლის, ქონების შეძენა კატეგორიულად ეკრძალებათ.

ეს ის 15 პუნქტინი ჩამონათვალია, რომელიც ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ ჩამოთვალა. ეს სწორედ ის პუნქტებია, რაზეც, ჰააგის სასამართლოში ქართულ მხარეს რუსეთის სახელმძიფოს წინააღმდეგ დავა მოუწევს.

სრული ვიდეოს სანახავად მიყევით ბმულს:
https://mcm.ge/

ამ თემაზე ინფორმაციით მისაღებათ მიყევით ბმულს:
https://mcm.ge/

მსგავსი თემები