ადამიანებმა საკვები რაციონიც კი შეიცვალეს – ბიძინა ივანიშვილი ჭარბვალიანობაზე 

სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ე.წ შავი სიის გაწმენდის მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის გამო, ადამიანებმა საკვები რაციონიც კი შეიცვალეს.

როგორც ყოფილმა პრემიერმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, ჭარბვალიანობის გამო იგი, ჯერ კიდევ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საყვედურობდა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება არჩევნებს, “შავ სიებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაისში იყო მიღებული.

“ჯერ კიდევ კვირიკაშვილს ვუსაყვედურე, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით პრობლემა მოსაგვარებელი დიდი ხნის წინ იყო. გაჭირვებულმა ადამიანებმა საკვები რაციონიც კი შეიცვალეს. ამიტომ ეს არ უკავშირდება არჩევნებს, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო მაისში. ასევე აღვნიშნავ, რომ “შავის სიის” პროცესი არ დასრულებულა, ის გაგრძელდება ადამიანების სასარგებლოდ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 000 მოქალაქეს ბანკებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების ვალი გაუნულდება. პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება.

მსგავსი თემები