“ადამიანების იძულება 2012 წელს დავამთავრეთ” – გია ვოლსკი

“14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე მოქალაქეებს დასწრებას აიძულებენ.

„არასამთავრობო ორგანიზაციების ეს განცხადება შეიძლება ერთი სიტყვით დავახასიათოთ, ეს არასწორი განცხადებაა. „ქართული ოცნების“ აქტივი, ვინც მხარს უჭერს და ის ხალხი, ვინც არანაირ აქტივად არ არის გაერთიანებული, აუცილებლად ჩამოვა. საკმაოდ ბევრია მსურველი. იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე იგეგმებოდა და მოსალოდნელი იყო. მსურველთა რაოდენობა იმდენია, რომ ტრანსპორტის რაოდენობა არ შეესაბამება მათ რაოდენობას. აუცილებელი არ არის ყველა დედაქალაქში მოხვდეს. თავის ქალაქებშიც შეუძლიათ აღნიშნონ.

ვინმეზე იძულება არ არის საჭირო. 2012 წელს დავამთავრეთ, რასაც ადამიანის იძულება ჰქვია. თუ კი ვინმე ასეთი ადამიანი არსებობს, ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ და დამერწმუნეთ, შესაბამის ზომებსაც მივიღებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები