ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებული ბიზნესის განვითარება არც ღირს – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტი თავჯდომარის ​განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის სიტყვებში ნამდვილად იყო სიმართლე, რადგან მთავრობის განწყობა მაშინ ბიზნესის სასარგებლოდ გადაიხარა.

​როგორც დიმიტრი ხუნდაძემ მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2012 წელს, როდესაც პარლამენტში განიხილებოდა “შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონი”, კონკრეტული დეპუტატების მხრიდან გამოითქვა​ უკმაყოფილება და გაკეთდა მკაცრი შეფასებები, მაგრამ მთავრობის დამოკიდებულება იყო მაშინ არასწორი, მაგრამ კეთილგანწყობილი ბიზნესის მიმართ, რომ მისთვის არ დაემატებინათ დამატებითი რეგულაციები, რომ მათი საქმიანობა განვითარებულიყო და ქვეყანაში სამუშაო ადგილები შექმნილიყო.

“ეს არის არასწორი დამოკიდებულება. ასეთი საფრთხის შემცველი საწარმო, რომელიც ადამიანების გარდაცვალებასთან და ტრაგიკულ შემთხვევებთან არის დაკავშირებული, არ ღირს ასეთი ბიზნესის განვითარება. თუ კი ევროპაში მსგავსი მაღალი რისკის საწარმოები მუშაობს და ბიზნესიც მაღალი პასუხისმგებლობით ღებულობს სარგებელს და ავითარებს თავის საქმიანობას, ჩვენც აქეთკენ უნდა ვიყოთ მიმართულნი. ფაქტია, რომ დამოკიდებულება, რა განწყობითაც არ უნდა ყოფილიყო ეს, გადაიხარა ბიზნესის სასარგებლოდ”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მისი აზრით, შრომის უსაფრთოხებაზე აუცილებელია სწრაფი გადაწყვეტილებები და პარლამენტმა უნდა მიიღოს დაბალანსებული კანონი, შრომითი საქმიანობის, შრომითი უსაფრთხოების, მისი კონტროლის, ინსპექტირების თვალსაზრისით, რომ ბიზნესი არ მივიდეს სრულ კრახამდე, მაგრამ უპირველესად დაცული უნდა იყოს დასაქმებულთა ინტერესები, “რაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამაში დავრწმუნდით კიდეც”, – აცხადებს ხუნდაძე.

​მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ, როდესაც ორი დეპუტატი ტყიბულის მაღაროს მიწისქვეშეთს ესტუმრა და 360 მეტრის სიღრმიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოიტანეს, არავინ დაინტერესებულა ამ ინფორმაციით, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

 

მსგავსი თემები